მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO: Doing Business-ის რეიტინგი ინტერესს აღძრავს, მაგრამ ქვეყანაში ინვესტირება სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული

5db4110320fa9
BM.GE
26.10.19 13:22
1179
„Doing Business-ში არსებული პოზიციები ინვესტორებს საქართველოს მიმართ ინტერესს აღუძრავს, თუმცა ინვესტირებაზე კონკრეტული გადაწყვეტილება აბსოლუტურად სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა BDO-ის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში.

მისი განმარტებით, რეიტინგი არის მნიშვნელოვანი, თუმცა ლიმიტირებული და ის მხოლოდ კონკრეტულ ამოცანას პასუხობს. მასში არ გამოიხატება მათ შორის ისეთი მნიშნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა: შრომის ბაზარზე კვალიფიციურ მუშახელზე ხელმისაწვდომობა, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, სასამართლოს ეფექტურობა, ასევე განათლების სისტემის საკითხები.

თემაზე საუბრისას ზურაბ ლალაზაშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეიტინგის ათეულში ყოფნა, თუმცა დასძენს, რომ თვითმიზანი უნდა იყოს არა კონკრეტულ რეიტინგზე კონცენტრირება, არამედ მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბება.

„ინვესტორების პირობითი 100 ფაქტორიდან, აღნიშული რეიტინგი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ 1 ფაქტორს წარმოადგენს“,- აღნიშნავს ლალაზაშვილი.

ვაჭრობის საკითხზე საუბრისას, ზურაბ ლალაზაშვილმა განმარტა, რომ რეიტინგი ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის ხარჯსა და დროს, პროცედურის სიმარტივეს, თუმცა აქ არ ჩანს, ბაზართან ხელმისაწვდომობა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხები.

ცნობისთვის, საქართველო Doing Business რეიტინგის ათეულშია, თუმცა მე-6-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში წელს ქვეყნის ქულა - 83.7-ია, რაც გასული წლის მონაცემს 83.28-ს აღემატება.