მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO ERP სისტემების მხარდაჭერის გუნდში Lean მეთოდოლოგიას ნერგავს

5df2278810b58
BM.GE
12.12.19 10:30
2541
BDO საქართველო ERP სისტემების მხარდაჭერის გუნდში ეფექტური მენეჯმენტის იაპონურ მოდელს, Lean მეთოდოლოგიას ნერგავს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და შედეგიანია ტექნოლოგიური სფეროსთვის.

ამ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი მომხმარებლის კმაყოფილებაა. BDO მუდმივად ცდილობს შეთავაზებული მომსახურების გაუმჯობესებას ტექნოლოგიური პროდუქტების გარშემო.

Lean მეთოდოლოგიით მხარდაჭერის გუნდში:

• მოხდება ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია: აღმოიფხვრება ქმედებები, რომლებიც საბოლოო პროდუქტს ღირებულებას არ მატებს. შედეგად იზოგება დრო და მომხმარებელი იღებს სწრაფ მომსახურებას უფრო იაფად
• გაიზრდება თანამშრომლების ჩართულობა, ინდივიდუალური და ჯგუფური შედეგები გახდება უფრო გამჭვირვალე და გამარტივდება მათი ვიზუალური აღქმა. შედეგად თანამშრომლები თავს რეალიზებულად და სასარგებლოდ გრძნობენ. ბედნიერი თანამშრომელი კი უკეთ ზრუნავს მომხმარებლების ბედნიერებაზე.
• დაინერგება პრობლემების გამომწვევის მიზეზებისა აღმოფხვრის (RCPS) პრაქტიკა
• მოხდება არსებული ადამიანური რესურსის მუდმივ განვითარებაზე ფოკუსირება.
• დაინერგება lean-ის ინსტრუმენტები: Huddle, 5S, DILO და სხვ. მათი საშუალებით მოხდება გუნდური მუშაობის სტიმულირება, მენეჯერების სამუშაო დღის სტრუქტურიზება, გაიზრდება თანამშრომლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა.

ამ ყველაფრით გუნდი ყოველდღიური საქმიანობის პროცესში შედეგებს ნაკლები დანახარჯით მიაღწევს. გარდა ამისა, ლინ მენეჯმენტის საშუალებით BDO შეძლებს მომხმარებელზე მორგებულ SLA-ების შექმნას, რაც მომსახურების ხარისხსა და უწყვეტობას გაცილებით მაღალი პროცენტით უზრუნველყოფს.

BDO-ს კარგად ესმის, რომ ბიზნესის წარმატება პირდაპირაა დამოკიდებული მომხმარებლის კმაყოფილებაზე და შესაბამისად, მუდმივად ეძებს ახალ გზებს სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის.

BDO საშუალო და მსხვილ ბიზნესს ERP სისტემებს 1C ERP-სა და SAP Business One-ს სთავაზობს. აღნიშნული სისტემები BDO-მ არაერთ კომპანიაში დანერგა, რომლებიც უკვე კონკრეტულ სარგებლებს იღებენ.
NS