მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა

5dea560e0aec5
BM.GE
06.12.19 17:21
1073
5 დეკემბერს, შერატონ გრანდ მეტეხი პალასში მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების ავტომატიზაციის თემაზე BDO-ს კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციაზე ბალანსის ხელმძღვანელმა, გიგა ვახტანგაშვილმა ისაუბრა სავაჭრო ბიზნესის გამოწვევებზე და აუდიტორიას გააცნო პროგრამა ბალანსში ამ გამოწვევების გადაწყვეტის გზები.

საკუთარი კომპანიის ბალანსში ავტომატიზაციის გამოცდილება გააზიარეს კომპანია „ზოდის“ გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ფუტკარაძემ, „ფიშმარკეტის“ დირექტორმა კოტე რევიამ და „მეგასპორტის“ ბრენდ მენეჯერმა მაკო ფანჩულიძემ.

BDO-ს საავტორო პროგრამა ბალანსი არის თანამედროვე ქართული მინი ERP სისტემა ქლაუდზე, რომელიც აერთიანებს ბიზნესის ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობასა და ბუღალტრულ აღრიცხვას. მენეჯერებს კი საშუალებას აძლევს მიიღონ ნებისმიერი სასურველი რეპორტი მიმდინარე ინფორმაციით, რამდენიმე წამში.

კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო BI ანალიტიკა სავაჭრო ბიზნესისთვის. BDO-ს მონაცემთა მეცნიერმა გელა მაღალთაძემ ისაუბრა სიღრმისეულ ანალიტიკასა და მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობაზე ძლიერი ანალიტიკური ინსტრუმენტების დახმარებით და განმარტა, როგორ შეიძლება იქცეს ეს ყოველივე სავაჭრო ბიზნესის კონკურენტულ უპირატესობად.

კონფერენციის სტუმრებს შორის იყვნენ კომპანიების დამფუძნებლები, ტოპ მენეჯერები, ფინანსური მენეჯერები და ბუღალტრები.

ღონისძიების ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ პროგრამა ბალანსის facebook გვერდზე.