მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო

5d873b32c764a
თელარა გელანტია
23.09.19 09:00
1047
2019 წლის 1 ოქტომბრისთვის მე-4 კატეგორიის საწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული ფორმით წარდგენის ბოლო ვადა აქვთ.

როგორც bm.ge-ის BDO-დან აცნობეს, დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭირო რესურსებისა თუ კომპეტენციის შეძენისთვის ზრუნვის პროცესშია.

აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ში სჯერათ, რომ მე-4 კატეგორიის კომპანიების მხარდაჭერა გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რათა მათ შეძლონ კანონით დაკისრებული ვალდებულების დროულად და ხარისხიანად შესრულება.

სწორედ ამიტომ, BDO-მ ახლა უკვე სპეციალურად მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი გამოყო. მათთვის მომზადდა სპეციალური შეთავაზება, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ პროფესიონალური, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურება.

მნიშვნელოვანია ბიზნესმა იცოდეს, რომ სწორად მომზადებული ფინანსური ანგარიშგება არამხოლოდ ფინანსური ვალდებულების შესრულებისთვისაა საჭირო, არამედ თავად ბიზნესის განვითარებისთვისაც. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც კომპანია ხედავს საკუთარი საქმიანობის შედეგებს და საშუალება აქვს ბიზნეს პროცესების ფინანსური მხარე სწორი მიმართულებით დაგეგმოს.

ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მომსახურებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ BDO-ს ნომერზე: +995 32 218 81 88 ან მიწეროთ მეილზე: bdo@bdo.ge