მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO მცირე და საშუალო კომპანიებს ონლაინ საბუღალტრო პროგრამას სთავაზობს

5e846933c1354
BM.GE
01.04.20 14:10
1093
გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიების დიდი ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, ბიზნეს სექტორს სჭირდება ონლაინ ხელსაწყო, რომლითაც ფინანსური დეპარტამენტიც ეფექტურად იმუშავებს სახლიდან, ხოლო მენეჯერები ასევე სახლიდან შეძლებენ რეალურ დროში ფინანსური მონაცემების კონტროლს.

ამისთვის BDO ბიზნესს მინი ERP სისტემა „ბალანსს“ სთავაზობს, რომელიც მუშაობს ქლაუდზე - ანუ მომხმარებელს ბაზაზე წვდომას აძლევს ინტერნეტით, ყოველგვარი სერვერებისა და IT გუნდის დახმარების გარეშე.

ბალანსი არის მეტი ვიდრე საბუღალტრო პროგრამა. ბუღალტერიასთან ერთად მოიცავს ბიზნესის მართვის საოპერაციო მოდულებს და იძლევა მაღაზიის, საწყობისა და წარმოების მართვის შესაძლებლობას. პროგრამაში შესაძლებელია ჩაერთოს და ერთდროულად იმუშაოს ყველა თანამშრომელმა, ვისაც წვდომა უნდა ჰქონდეს პროცესების აღრიცხვაზე. ამავდროულად თითოეულს გაეწეროს მისი როლის შესაბამისი უფლებები.

პროგრამას აქვს ქართული საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები და ასევე 90-მდე მზა მენეჯერული რეპორტი, რომლითაც შესაძლებელია ყოველდღიური პროცესების კონტროლი.

„ბალანსი“ მუშაობს SaaS (software as a service) პრინციპით - შესაბამისად არ არის საჭირო ლიცენზიის შეძენა - ანგარიშსწორება ხდება სააბონენტო ფორმატით, ყოველთვიური მცირე გადახდებით.

ამ ეტაპზე, BDO პროგრამასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს დისტანციურად უზრუნველყოფს - პროგრამის ფუნქციონალის გაცნობას, მომხმარებლების ტრენინგს, კომპანიის ბიზნეს პროცესები შესწავლასა და პროგრამის გაშვებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ „ბალანსის“ ოფიციალური საიტი - www.balance.ge