მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO მომხმარებელს კოლაბორაციის ახალ ციფრული სივრცეს - BDO პორტალს სთავაზობს (R)

61a7a1d8ad8cb
BM.GE
02.12.21 09:40
642
მას შემდეგ, რაც კომპანიებმა ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის სხვადასხვა სამუშო პროცესის გაციფრულება დაიწყეს, გაჩნდა არა ერთი ახალი პლატფორმა, რომლის ფუნქციებიც კომპანიის კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული - ინფორმაციის შეგროვება; დახარისხება; მონაცემების ანალიზი; სამუშაო პროცესების კონტროლი და სხვა. ახალ ქლაუდ ტექნოლოგიებს მოhყვა გაზრდილი კიბერსაფრთხეები და დადგა ინფორმაციის დაცულობის საკითხი, რომელიც მსგავსი პროგრამების შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

"ბიდიოს" პასუხი მოცემულ გამოწვევებზე არის BDO პორტალი - კოლაბორაციის ციფრული სივრცე BDO-ს მომხმარებლისთვის;
ქლაუდ ტექნოლოგიით შექმნილი პორტალი, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პირადი კაბინეტის საშუალებით ჰქონდეთ შეუფერხებელი წვდომა BDO-ს პირად კონსულტანტებთან; მიიღონ და გაუზიარონ მათ საჭირო ინფორმაცია მოქნილ და უსაფრთხო გარემოში.

პორტალი სერვისის გაწევის პროცესში მომხმარებელს აძლევს ისეთ შესაძლებლობებს როგორიცაა:

დოკუმენტების გაზიარება - მომხმარებელსს შეუძლია პორტალის მეშვეობით, ერთიან სივრცეში გაცვალოს ყველა საჭირო დოკუმენტი BDO-ს პირად კონსულტანტთან და მარტივად ჰქონდეთ წვდომა სასურველ ფაილებზე.
სამუშაოს დელეგირება /განაწილება - პორტალის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თითოეულ დოკუმენტს განუსაზღვროს შემსრულებელი, აკონტროლოს სამუშაოს ვადები და შემსრულებლის მხრიდან განხორციელებული ცვლილებები;
მოქნილობა სამუშაო პროცესში - ქლაუდ ტექნოლოგიის მეშვეობით მომხმარებელს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია თვალი ადევნოს და აკონტროლოს მიმდინარე სამუშაო პროცესები.
ინფორმაციის დაცულობა - კიბერ საფრთხეებისგან დაცულ ციფრულ სივრცეში კონფიდენციალობის სრული დაცვით ხდება დოკუმენტების მიმოცვლა კომპანიის წარმომადგენელსა და BDO-ს პირად კონსულტანტს შორის.

BDO პორტალი BDO-ს გამორჩეული ხარისხის აუთსორს სერვისის ნაწილია, რომელიც კლიენტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა, მათთვის სამუშაო პროცესში მონაწილეობის და მართვის გასამარტივებლად.