მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO-ს გლობალური შემოსავალი $9.6 მილიარდამდე გაიზარდა

5ded52f1c580a
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.19 23:36
1301
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა აუდიტორულმა კომპანიამ BDO-მ 2019 წლის გლობალური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აუდიტორული კომპანიების ქსელმა ჯამურად $9.6 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 10.1%-ით მეტია. 

BDO დღეისათვის მსოფლიოს 167 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მისი ოფისების რაოდენობა კი 1,800-ს შეადგენს. კომპანიაში 88,000 ადამიანი არის დასაქმებული. 

საუბარია ფინანსურ წელზე, რომელიც 2019 წლის 30 სექტემბერს დასრულდა. 

”2019 წელი BDO ქსელისთვის კიდევ ერთი წარმატებული წელი იყო. ბაზრის წილის განმტკიცებასთან ერთად ჩვენ გავამყარეთ ჩვენი პოზიცია, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა გლობალური ორგანიზაციამ ბოლო 10 წლის განმავლობაში,"- განაცხადა BDO-ს აშშ-ის ოფისის ხელმძღვანელმა და ორგანიზაციის საერთაშორისო ბორდის წევრმა უეინ ბერსონმა.

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO საქართველოშიც საქმიანობს.