28.სექტემბერი .2019 13:00

“ბებოს არაყი”, “მიხოს ჭაჭა” - აქციზის ზრდის შედეგები

views 390
უკან

რამდენიმე წლის წინ მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ - გაეზარდათ აქციზის გადასახადი ალკოჰოლურ სასმელზე - ბაზარზე უაქციზო საქონლის რეალიზაციას შეუწყო ხელი, - ამის შესახებ bm.ge-ს ადგილობრივმა მწარმოებლემა განუცხადეს. მათი თქმით, უაქციზო საქონლის რეალიზაცია ბიუჯეტს დიდ თანხებს აკარგვინებს.

როგორც კომპანია “უშბას” გენერალური დირექტორი დიმიტრი აბესაძე ამბობს, ბაზრებში და შედარებით მცირე სუპერმარკეტებში უაქციზო არყების რეალიზაცია დღესაც გრძელდება, რაც ადგილობრივ წარმოებას დიდ დარტყმას აყენებს.

“დღევანდელ დღესაც არის სავაჭრო ობიექტები, სადაც საერთოდ ყოველგვარი გადასახადის გარეშე ხდება რეალიზაცია ალკოჰოლური სასმელის, “ბებოს არაყი”, “მიხოს ჭაჭა” და ა.შ. რომელიც სერიოზულ კონკურენციას გვიწევს. ჩემი აზრით, მარტო ბიზნესი კი არ ზარალდება, ამ შემთხვევაში ზარალდება ბიუჯეტიც, რომელიც არ ღებულობს გადასახადებს, რაც არის კანონით გათვალისწინებული. რაღაც შეზღუდვები უნდა არსებობდეს, ყველა ობიექტს რომ არ ჰქონდეს ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციის შესაძლებლობა, ან რაღაც ნორმატივები, ჩარჩოები რომ არსებობდეს“,- ამბობს კომპანია “უშბას” გენერალური დირექტორი დიმიტრი აბესაძე.