მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბებოს ყველი", ლაბორატორიის არარსებობა და რძის დეფიციტი-ყველის მწარმოებლების პრობლემები

5dbeed5e49c64
ანუკა ჯოხაძე
03.11.19 19:05
2148
"რთულია, ქართულ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვება, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ე.წ “ბებოს ყველის” პრაქტიკა კიდევ შეიმჩნევა“, - ამის შესახებ კომპანია “ცივის ყველის” დირექტორმა გიორგი ღაღაშვილმა BM.GE-ისთან განაცხადა.

კუსტარული წარმოება, ლაბორატორიის არარსებობა და რძის დეფიციტი - ეს იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალია, რაზეც ყველის მწარმოებლები საუბრობენ.

“ბებოს ყველის“ და „გლეხის“ სახელის უკან ამოფარებული არარეგისტრირებული მეწარმეები პრობლემაა. ფაქტობრივად, ვერ ვახერხებთ ბაზარზე კონკურენტუანრიანები ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ გადასახადებს ვიხდით, კეთილსინდისიერად ვმუშაობთ, ყველანაირ ნორმებს ვაკმაყოფილებთ, შემოწმებებს გავდივართ სურსათის უვნებლობის კუთხით. ეს არარეგისტრირებული მეწარმეები, ამ სახელს ამოფარებულები, ამით სარგებლობენ და ფაქტობრივად, ქართული ბაზრის 90%-ს იკავებენ.

ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთხელ არ გადავადდება და 2020 წლიდან ამოქმედდება კანონი, რომლითაც არარეგისტრირებულ მეწარმეებს საქმიანობა აეკრძალებათ.

უშუალოდ წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს რაც შეეხება, გვაქვს ლაბორატორია, ვამოწმებთ სხვდასხვა კრიტერიუმებით, მაგრამ რასაც ჰქვია აკრედიტირებული ლაბორატორია ძალიან გვიჭირს. გვქონია შემთხვევა, რომ გავაგზავნეთ ლაბორატორიაში და მოვიდა დამაკმაყოფილებელი პასუხი. რა თქმა უნდა ლოგიკურია, რომ ეს ხარჯებს გვიზრდის”, - ამბობს კომპანია “ცივის ყველის” დირექტორი გიორგი ღაღაშვილი.

შეგახსენებთ, 2020 წლიდან ოჯახებს, რომლებიც ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან, მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ.