21.სექტემბერი .2019 10:16

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

views 1393
უკან

დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.

როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.

საიუველირო ხაზი ისევ ბრენდ Tsikolia-ს სახელით იპოზიციონირებს ბაზარზე.

„ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.

დიზაინერს საიუველირო ნაწარმის ფასზე საუბარი, ჯერჯერობით, უჭირს, მაგრამ ამბობს, რომ პროდუქციის შეძენა უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

ქვევრის თემაზე შექმნილი ბეჭდების და სხვა საიუველირო პროდუქციის შეძენა ბრენდ Tsikolia-ს ბუტიკში (ვარდების რევოლუციის მოედანი #1, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“) იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ: ზვიად ციკოლიამ გასული წლის ბოლოს ქვევრის თემაზე, სუვენირების სერია - კოსმოსური ხომალდი, წყალქვეშა ნავი და თვითმფრინავი შექმნა, რომელიც ასევე მის ბუტიკში იყიდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა