მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი სწორი ადამიანის ხელშია - ტრამპი

635c1a596192f
ალა ისპირიანი
28.10.22 22:30
966
ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი სწორი ადამიანის ხელშია - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის ახლანდელი მფლობელის ილონ მასკის მისამართით თქვა.

Reuters-ი წერს, რომ გასული წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ ტრამპს Twitter-ზე წვდომა აუკრძალეს. მასკმა განაცხადა, რომ ტრამპის ანგარიშს აღადგენს, მაგრამ ტრამპმა ადრე თქვა, რომ არ დაბრუნდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Twitter-ის მფლობელი ახლა ილონ მასკია, მან კომპანია 44 მილიარდ დოლარად დღეს შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ Twitter-ი კალიფორნიაში ინოვატორი ინჟინრების, ჯეკ დორსის, ნოა გლასის, ბიზ სტოუნისა და ევან უილიამსის მიერ 2006 წელს დაფუძნდა. ის რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად იქცა, რომელსაც 350 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და მას ყოველდღიურად ოფიციალური სამთავრობო უწყებები, პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და უმსხვილესი კომპანიები იყენებენ.

რეალურად, რატომ ყიდულობს ილონ მასკი Twitter-ს და რა ამბიციური გეგმები აქვს მას?