მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეიჯინგში covid-ზე მასობრივი ტესტირება დაიწყეს

626672630e6a8
მარიამ ვარადაშვილი
25.04.22 14:34
1889

ჩინეთის დედაქალაქში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყეს.

ბეიჯინგში Covid-19-ზე მასობრივი ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქში ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა, რამაც მოსახლეობაში შანხაის მხგავსი "ლოქდაუნის" გამოცხადების შიში გაზარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, მოქალაქეები მაღაზიებიდან საკვებს, მათ შორის ნუდლებს, ხორცსა და ტუალეტის ქაღალს იმარაგებენ. 

რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ცნობა ბეიჯინგის რამდენიმე რაიონში ინფიცირების 70 შემთხვევის შესახებ.