საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს პასუხგაუცემელი სატელეფონო ზარების გამო აკრიტიკებს.
"პატივცემულო მინისტრებო, რაც ნაკლები წითელი, პასუხგაუცემელი ზარები გექნებათ ტელეფონებზე, მით ნაკლები შეხვედრები დაგჭირდებათ" - ურჩია დეპუტატმა მინისტრებს დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ამ წუთებში ნამახვანჰესის პროექტის შესახებ მსჯელობენ.
„თუ გვინდა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, აუცილებლად გვჭირდება წელიწადში მინიმუმ 100 მეგავატი ელექტროენერგია, ჰესების შენებლობა, რომ ტემპი ავუწყოთ იმ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და იმედია, მეტად განვითარდება. ფინანსური კუთხით, ეს პროექტი მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოების კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.
რაიონებში ასეთი განწყობაა - ყველა კითხვაზე უნდა გაიცეს პროფესიონალური პასუხი. მნიშვნელოვანია, ჩართულობა და ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო პასუხების გაცემა. პატივცემულო მინისტრებო, რაც ნაკლები იქნება წითელი, პასუხგაუცემელი ზარები იქნება თქვენს ტელეფონებზე, მით ნაკლები იქნება ასეთი შეხვედრების საჭიროება. ადრე უნდა დაგვეწყო პასუხების გაცემა; როცა დეპუტატი ურეკავს მინისტრს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და წერს მესიჯს, ის არ არის მხოლოდ ერთი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ის რეკავს 150 ათასი ამომრჩევლის სახელით. ბეჟან წაქაძე პირადი საქმისთვის არასოდეს დარეკავს, ამიტომ კეთილი ვინებოთ და როცა მოიცლით, გავცეთ პასუხი სატელეფონო ზარებს. ამის შედეგია ყოველივე ეს“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
პარლამენტარმა მინისტრებს მოსახლეობასთან ინტენსიური მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა