05.დეკემბერი .2019 21:00

BEKO-ს გენერალური დირექტორი - სახელმწიფომ მიმართულება უნდა მისცეს, დანარჩენი უნდა გააკეთოს ბიზნესმა

views 579
უკან

სახელმწიფომ მიმართულება უნდა მისცეს, დანარჩენი უნდა გააკეთოს ბიზნესმა, - ამის შესახებ BEKO-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა BMG-ის გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ბიზნესმენებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა.

„ბოლო პერიოდში ძალიან წინ წავიდა საქართველო, მსოფლიოში ბევრ კატეორიაში პირველ, მეორე, მესამე ადგილზეა. ბოლო პერიოდში ცოტა არასტაბილური მდგომარეობა არის, მაგრამ იმედია ესეც გამოსწორდება“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ხოლო კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ინვესტორთა მოსაზიდად, მეჰმედ მელექმა აღნიშნა, რომ სასამართლო უნდა იყოს გამჭვირვალე და არავისზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„ამას გარდა არის ბევრი პროგრამები „აწარმოე საქართველოში“, „გადაიღე საქართველოში“, შეიძლება სხვა პროგრამების დამატება.

ასევე, ექსპორტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე ექსპორტის თანადაფინანსება იქნება [კარგი], ტანსაცმელი რომ ავიღოთ, ბათუმში უზარმაზარი ტექსტილის ქარხნები არის, თუ ამ ქარხნებიდან აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში ან საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტზე გავა პროდუქცია და დაფინანსება რომ იყოს სახელმწიფოს. შეიძლება იქ მაღაზია გაიხსნას, ამ ყველაფრისთვის თანადაფინანსება საჭიროა. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს გზა ანუ მიმართულება უნდა მისცეს, დანარჩენი უნდა გააკეთოს ბიზნესმა“, - განაცხადა მეჰმედ მელექმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა