მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან უკვე ექსპორტირებულია $31.3 მლნ-ის თხილი - სამინისტრო

614b3052ade50
ინგა მურუსიძე
22.09.21 20:00
661
"დღეისათვის საქართველოდან განხორციელებულია 7.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 31.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა", - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარდა ამისა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (42%), ხოლო ღირებულება - 2.8 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა. კერძოდ: იტალია (3,662 ტონა), გერმანია (945 ტონა), ესპანეთი (411 ტონა), ჩეხეთი (263 ტონა), პოლონეთი (209 ტონა), ლიტვა (110 ტონა), ლატვია (66 ტონა), საფრანგეთი (65 ტონა), ესტონეთი (44 ტონა), ბულგარეთი (44 ტონა) და ბელგია (20 ტონა).

საანგარიშო პერიოდში, ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გავიდა შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (443 ტონა), უკრაინა (171 ტონა), რუსეთი (104 ტონა), ერაყი (120 ტონა), ბელორუსია (113 ტონა), ჩინეთი (104 ტონა), არაბ. გაერთ საამიროები (54 ტონა), მექსიკა (28 ტონა), არგენტინა (26 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), თურქეთი (22 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა) და სხვა ქვეყნები (116 ტონა).