მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი დაამტკიცა

62501c3d5f04a
მარიამ ვარადაშვილი
08.04.22 15:31
1342
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი ოფიციალურად მიიღო. სანქციების ჯერჯერობით ბოლო რაუნდი მოიცავს ქვანახშირის, ხე-ტყისა და სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვას.

ამას გარდა, რუსეთის გემებს ევროკავშირის პორტებთან წვდომა აეკრძალებათ. სანქციების მეხუთე პაკეტში მოხვდა რუსეთის ოთხი ბანკი, მათ შორის VTB, რომელთაც ყველა სახის ტრანზაქცია აეკრძალათ. რაც შეეხება რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის საკითხს, როგორც Reuters წერს, მის გავლენას რუსეთი აგვისტოდან იგრძნობს, რადგან მოქმედი კონტრქტები აგვისტომდე გაგრძელდება. ევროკომისიის გათვლით, ქვანახშირის იმპორტიდან რუსეთი წლიურად 8 მილიარდ ევროს დაკარგავს.

ევროკომისიის ინფორმაციით, სანქციების მე-5 პაკეტს რუსეთის 200-ზე მეტი მოქალაქე დაემატა, რომელთაც წევრ ქვეყნებში აქტივებს გაუყინავენ და მოგზაურობას აუკრძალავენ. ესენი არიან რუსი პოლიტიკოსები და უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლები.

რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ევროკავშირმა ჯამში 900-მდე პირი დაასანქცირა.