მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბელარუსი ვიზიტორების დანახარჯები გაზრდილია... ისინი საცხოვრებლად ჩამოდიან ” - „აჭარა ტური“

62c542458dc05
მარიამ ადამია
06.07.22 20:22
1653
ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი, ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, რომ ბელარუსი ვიზიტორების დანახარჯები გაზრდილია. მისივე თქმით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსიდან ფრენები დასავლეთის სანქციების გამო შემცირებულია, ეს კი ბელარუსი ტურისტების რიცხვის 6-7-ჯერ შემცირებას ნიშნავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ირაკლი თავართქილაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" აღნიშნა, ბელარუსი ვიზიტორების დანახარჯები აჭარაში 40-ჯერაა გაზრდილი.

“ბელარუსი ვიზიტორების დანახარჯები გაზრდილია, რადგან უკრაინაში ომის შემდეგ, ბელარუსიდან რამდენიმე ათასი ადამიანი ჩამოვიდა. თებერვალსა და მარტში იყო ბუმი. ისინი უმეტესად IT კომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებსაც აქვთ მაღალი ანაზღაურება, შესაბამისად ცხოვრობენ ბათუმში და ფულსაც ხარჯავენ ჩვენთან, რაც სტატისტიკაში აისახება, მაგრამ ესენი არ არიან ტურისტები,”- ამბობს ირაკლი თავართქილაძე.

ინფორმაციისთვის, აჭარაში უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი თურქეთის მოქალაქეებზე მოდის. 2019 წელთან შედარებით, საუდის არაბეთიდან ვიზიტორების დანახარჯები - 15-ჯერ, ბელარუსიდან ვიზიტორების დანახარჯები კი 40-ჯერაა გაზრდილი. თუმცა შეცვლილია დანახარჯების სტრუქტურაც და 2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი - 35%-იანი წილი კაფეებსა და რესტორნებზე მოდის. გარდა ამისა, თიბისის სექტორული კვლევის თანახმად, აჭარაში აზარტული თამაშების მიმართულებით დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია.