ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი, ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, რომ ბელარუსი ვიზიტორების დანახარჯები გაზრდილია. მისივე თქმით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსიდან ფრენები დასავლეთის სანქციების გამო შემცირებულია, ეს კი ბელარუსი ტურისტების რიცხვის 6-7-ჯერ შემცირებას ნიშნავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ირაკლი თავართქილაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" აღნიშნა, ბელარუსი ვიზიტორების დანახარჯები აჭარაში 40-ჯერაა გაზრდილი.
“ბელარუსი ვიზიტორების დანახარჯები გაზრდილია, რადგან უკრაინაში ომის შემდეგ, ბელარუსიდან რამდენიმე ათასი ადამიანი ჩამოვიდა. თებერვალსა და მარტში იყო ბუმი. ისინი უმეტესად IT კომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებსაც აქვთ მაღალი ანაზღაურება, შესაბამისად ცხოვრობენ ბათუმში და ფულსაც ხარჯავენ ჩვენთან, რაც სტატისტიკაში აისახება, მაგრამ ესენი არ არიან ტურისტები,”- ამბობს ირაკლი თავართქილაძე.
ინფორმაციისთვის, აჭარაში უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი თურქეთის მოქალაქეებზე მოდის. 2019 წელთან შედარებით, საუდის არაბეთიდან ვიზიტორების დანახარჯები - 15-ჯერ, ბელარუსიდან ვიზიტორების დანახარჯები კი 40-ჯერაა გაზრდილი. თუმცა შეცვლილია დანახარჯების სტრუქტურაც და 2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი - 35%-იანი წილი კაფეებსა და რესტორნებზე მოდის. გარდა ამისა, თიბისის სექტორული კვლევის თანახმად, აჭარაში აზარტული თამაშების მიმართულებით დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე