მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ

63f5e776ad561
გიგა ბენია
22.02.23 15:17
647

ბელარუსის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ. როგორც ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით შევლენ, უვიზოდ დარჩენა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

შესაბამისი ცვლილება ე.წ. პრეზიდენტის „აფხაზეთის რესპუბლიკაში უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის“ ბრძანებაში უკვე შევიდა.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ერთმანეთს მინსკში, გუშინ, შეხვდნენ.