მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსმა რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარი განაცხადა

5dcd8d1696450
მიხეილ ხაჩიძე
14.11.19 21:09
1156

ბელარუსმა რუსეთს ქვეყანაში საჰაერო ბაზის განლაგებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პირველ არხზე უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ზასიმ გააკეთა.



როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი განმარტავს, ბელარუსში რუსეთის სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ წინადადება მოსკოვიდან მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მინსკმა რუსეთს სამხედრო საავიაციო ფლოტის განახლებაში დახმარება სთხოვა. კერძოდ, ბელარუსში "სუ 30"-ის საბრძოლო თვითმფრინავების შეძენა სურდათ.



”ჩვენს ქვეყანაში რუსეთის სამხედრო საჰაერო ბაზის განთავსება ბელარუსის სამხედრო ავიაციას ვერ განავითარებს", - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთისგან საბრძოლო თვითმფრიანვების "სუ-30"-ის შეძენასთან დაკავშირებით კრემლთან მოლაპარაკებებს თავად ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აწარმოებდა.