მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსმა არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა

6250069b38a06
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.22 14:00
1400
ბელარუსის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული გამოცემები მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ბელარუსის მთავრობამ, იმ ქვეყნების სია დაამტკიცა, რომლებიც რესპუბლიკის მიმართ არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებენ.

ბელარუსისთვის არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველო არ მოხვდა. დადგენილების მიხედვით სიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, მონტენეგრო, შვეიცარია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და კანადა შედიან.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ბელორუსის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა აჩერებს გადახდებს უცხოელი მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც რესპუბლიკის წინააღმდეგ არამეგობრულ ქმედებებს ჩადიან.