მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსმა მოქალაქეთა უმეტესობას საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა

60b733dc9abd6
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.21 11:35
647
BBC-ის ინფორმაციით, ბელარუსმა საკუთარი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა - მათ შორის აკრძალვა შეეხოთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც სხვა ქვეყნებში ბინადრობის უფლებას ფლობენ. გამონაკლისს წარმოადგენენ ქვეყნის მთავრობის წევრები და გადაადგილების სპეციალური უფლების მქონე პირები. 

ბელარუსის მთავრობის ეს აკრძალვა წარმოადგენს უცხოეთის არაერთი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პასუხს - ბელარუსის მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცების და მინსკში იძულებითი დასმის შემდგომ, ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ ბელარუსისთვის საჰაერო სივრცე დახურა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო უკრაინამაც.

დახურული საჰაერო სივრცის გათვალისწინებით, ამჟამად თავად ბელარუსი უკრძალავს საკუთარ მოქალაქეებს უცხოეთში გადაადგილებას. BBC-ის ინფორმაციით, ეს აკრძალვა დროებით იმოქმედებს.