20.იანვარი .2022 14:11

ბელარუსმა „ყვარლის სარდაფის“ „კახეთის ღვინის“ ქვეყანაში შეტანა და რეალიზება აკრძალა

ბელარუსმა „ყვარლის სარდაფის“ „კახეთის ღვინის“ ქვეყანაში შეტანა და რეალიზება აკრძალა
views 8740
უკან

ბელარუსში ქართული და ესპანური წარმოების 2 დასახლების ღვინოები აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული გამოცემა ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ ბელარუსის სახელმწიფო სტანდარტმა ნატურალური ღვინოების მწარმოებელი ქართული კომპანია „ყვარლის სარდაფის“ მიერ წითელი ნახევრადტკბილი ღვინის „კახეთის ღვინოსა“ და ესპანური კომპანია Bodegas Parra Dorada, S.L.-ს თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო JUAN RAMON Blanco Semiseco უხარისხოდ სცნო.

ორივე შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამებოდა საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რადგან ღვინის შემადგენლობაში მარკირებაში აღნიშნული მიუღებელი საკვები დანამატი - კონსერვანტი E200 შედის. შესაბამისად, მარეგულირებელმა ამ ღვინოების რეალიზებისა და ქვეყანაში შეტანის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

BMG კომპანისთან დაკავშირებას შეეცდება და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.