პირველადი ჯანდაცვის რგოლში მეტი ინვესტირება და რეფორმირება არის საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„სწორი მიდგომაა, რომ პირველად ჯანდაცვაში მეტი ინვესტირება, საბოლოო ჯამში, ჰოსპიტალურ სექტორს განტვირთავს და ხარჯებს შეამცირებს. თუმცა, რაც შეეხება ზოგად პირველად ჯანდაცვას, ფულთან ერთად, მას რეფორმის განხორციელებაც სჭირდება. უბრალოდ ფული რომ ჩავდოთ, შედეგს ვერ მივიღებთ, მაგრამ ხარჯი გაგვეზრდება, როგორც პირველად ჯანდაცვაში, ასევე ჰოსპიტალურ სექტორში. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ ინვესტირებისა და რეფორმირების აუცილებლობის გარდა, მინისტრის მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის საკითხების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივად დელეგირების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„მომდევნო წელს, პასუხისმგებლობას, ეტაპობრივად, ჯანდაცვის სამინისტრო აიღებს და რემონტებისა და სოფლის ამბულატორიების ნაწილში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. ვთანხმდებით, რომ საბოლოო ჯამში, ეს საკითხი სამართავად მერიებს უნდა გადაეცეს და ფუნქცია ადგილობრივ დონეზე უნდა შესრულდეს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება