მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელარუსულ IT კომპანიებს ლიეტუვაში გადასვლა სურთ

5f60d2b96aa9c
ნათია თაქთაქიშვილი
15.09.20 20:20
1160
სამოცამდე ბელარუსულ IT კომპანიას და დაახლოებით მათ 2,000-მდე თანამშრომელს ლიეტუვაში გადასვლა სურთ, თუმცა კომპანიები რიგი გამოწვევების წინაშე დგანან არსებული სამართლებრივი რეგულაციების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Invest Lithuania ავრცელებს.

საქმე იმაშია, რომ ბელარუსის სამართლებრივი სისტემა არ იძლევა მთელი კომპანიის მარტივად გადასვლის საშუალებას ერთი ქვეყნიდან მეორეში, კერძოდ, თითოეულმა მუშაკმა ინდივიდუალურად უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს სპეციალური ნებართვის მოსაპოვებლად.

”ასე რომ, კომპანიებს არ შეუძლიათ დაანაწევრონ დეპარტამენტები, ნაწილი გადაიტანონ და ნაწილი დატოვონ“, - განაცხადა Invest Lithuania-ს ხელმძღვანელმა მანტას კატინასმა.

Invest Lithuania-ს მიხედვით, ქვეყანაში დაახლოებით 1,500 ტექნიკური კომპანია ოპერირებს და მათ პროტესტი 9 აგვისტოს გამართული არჩევნების შემდეგ გაუჩნდათ. კომპანიებმა ქვეყნის დატოვებზე აქტიურად დაიწყეს ფიქრი და რამდენიმე დღით ადრე შეთავაზება ვარშავისგანაც მიიღეს. კერძოდ, ბელარუსულ კომპანიებს გადასვლას პოლონეთის დედაქალაქიც სთავაზობს.