13.იანვარი .2021 21:00

ბელგია covid-შეზღუდვებს 1 მარტამდე ახანგრძლივებს

ბელგია  covid-შეზღუდვებს 1 მარტამდე ახანგრძლივებს
views 256
უკან

ბელგიაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები პირველ მარტამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბელგიის მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქვეყანამ თავიდან უნდა აიცილოს შეზღუდვების ნაადრევი მოხსნის შედეგად ინფიცირების მაჩვენებლის ხელახალი ზრდა. ამავე განკარგულებით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, შეზღუდვები შესაძლოა, უფრო ადრეც მოიხსნას.

საკონსულტაციო კომიტეტი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად 22 იანვარს შეიკრიბება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2,099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 72 ადამიანი.