07.ივლისი .2020 15:56

ბელგია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ გაუხსნის

ბელგია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ გაუხსნის
views 1575
უკან

ბელგია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ გაუხსნის. მათ შორის არც იმ 15 ქვეყანას, რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. მათ შორის არის საქართველოც.

ბელგიის მთავრობის განცხადების მიხედვით, თუ მეზობელი ქვეყნები საზღვრებს გახსნიან, ბელგია საზღვარზე შემოწმებებს დაიწყებს. მთავრობაში ამბობენ, რომ უსაფრთხო სიაში შესული ქვეყნების ნაწილში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ შეუფერებელია საზღვრების გახსნისთვის, ნაწილში კი ნაცვალგების პრინციპი არ არის დაკმაყოფილებული, რადგან ისინი ბელგიის მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში არ უშვებენ.

კორონავირუსის გამო სასაზღვრო შეზღუდვები მარტში დაწესდა. ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვარი ბელგიამ 15 ივნისიდან გახსნა.

ბელგიის მსგავსად მოიქცა ჩეხეთიც, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა ( საქართველო აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის).

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მესამე ქვეყნების მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.