მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელგია სკოლებს, რესტორნებს და კლუბებს კორონავირუსის გამო დახურავს

5e6b3bbdbd6ab
ნათია თაქთაქიშვილი
13.03.20 19:00
1300
ბელგიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლების, რესტორნებისა და კლუბების დახურვის ბრძანება გასცა, მაღაზიებმა კი სამუშაო დრო უნდა შეამცირონ. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ეს ზომები ძალაში დღეიდან შევიდა და 3 აპრილამდე გაგრძელდება. ქვეყნის პრემიერმინისტრის, სოფი ვილმესის განმარტებით, აფთიაქები და სუპერმარკეტები ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს, ჩვეულებრივი მაღაზიები კი მხოლოდ შაბათ-კვირას დაიხურება.

13 მარტის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 399 შეადგინა, გარდაიცვალა 3 ადამინაი, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 ინფიცირებული.