05.თებერვალი .2020 12:32

ბელგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბელგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
views 931
უკან

როგორც The Brusselstimes-ი იუწყება, ბელგიაში პრიველი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად გამოვლენილია. ჩინეთიდან რეპატრირებული 9 მოქალაქიდან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებლი იზოლირებულია სამხედრო ჰოსპიტალში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამინისტრო პაციენტის ვინაობას არ ასაჯაროებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მკურნალობის ფონზე ის თავს კარგად გრძნობს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. მსხვერპლთა რიცხვმა 492-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 24 505 შეადგინა, მათ შორის 350 ევროპელია. გარდაცვალების ორი ფაქტი დაფიქსირებულია უხანს გარეთ, ერთი - ფილიპინებში და მეორე - ჰონგ-კონგში.

კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები ამ დროისთვის მსოფლიოს 23 ქვეყანაშია გამოვლენილი; მათ შორის საფრანგეთში, ფინეთში, იტალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და ბრიტანეთში.