31.ოქტომბერი .2020 10:40

ბელგიაში საყოველთაო კარანტინი ხელახლა გამოაცხადეს

ბელგიაში საყოველთაო კარანტინი ხელახლა გამოაცხადეს
views 950
უკან

ბელგიაში საკარანტინე ზომები ხელახლა დააწესეს. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო მაჩვენებლები ევროპაში ყველაზე მაღალი იყო, ამიტომაც მთავრობამ შეზღუდვების გამკაცრება გადაწყვიტა. დაიხურება ის მაღაზიები და ბიზნესები, რომელთა მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა. მათ შორის, სილამაზის სალონები ორშაბათიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე დაიკეტება.

გარდა ამისა, საზოგადოებრივ სივრცეში მაქსიმუმ ოთხი ადამიანის თავშეყრაა დაშვებული. სუპერმარკეტებს კი, მხოლოდ საკვების და პირველადი მოხმარების პროდუქციის გაყიდვის უფლება აქვთ. 

დაკრძალვის ცერემონიალზე მაქსიმუმ 15 ადამიანის შეკრებაა ნებადართული. ხოლო დაკრძალვის შემდეგ, არანაირი შეკრება აღარ დაიშვება.

რაც შეეხება სკოლებს, საშემოდგომო არდადეგები 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

ცნობისთვის: ბელგიაში ამ დრომდე მოქმედებდა ე.წ კომენდანტის საათი, დახურული იყო ბარები და რესტორნები.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 20 056 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 144 პაციენტი. საერთო ჯამში, ბელგიაში კორონავირუსის 412 314 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 11 452 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა