მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ დაადგენს წამლებზე ზღვრულ საბითუმო სარეალიზაციო ფასს? - ღარიბაშვილის დადგენილება

63fcb3cb9a009
ინგა მურუსიძე
27.02.23 18:22
739
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს "ექსპერტული შეფასების საფუძველზე“.

კომისიის შემადგენლობაში კი შედიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტის), სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ორი პროფესიული პროფილის დამოუკიდებელი წევრი (ფარმაკოლოგი და ფარმაცევტი), აგრეთვე სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი.
 
დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, "თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50 ლარი ან მეტია – მას ემატება 15% დარიცხვა, მაგრამ არაუმეტეს 60 ლარისა".

კომისიის მიერ შესაძლებელია აგრეთვე განისაზღვროს ფარმაცევტულ პროდუქტზე დადგენილი ფასის (მათ შორის, განახლებული ფასის) ძალაში შესვლის განსხვავებული ვადები და პირობები.


ღარიბაშვილის ხელმოწერილი დადგენილება 2023 წლის 24 თებერვლიდან ამოქმედდა.