მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელგოროდის და კურსკის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

64834125a016d
ალა ისპირიანი
09.06.23 19:24
720
ბელგოროდში, ოფისის შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა. მისი ცნობით, დეტონაცია არ მომხდარა, თუმცა დრონს ცეცხლი გაუჩნდა.

გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირედით დაზიანებულია შენობის სახურავი. ნამსხვრევებმა ასევე დააზიანა ორი ავტომობილი.

დრონი ჩამოვარდა ასევე კურსკში სანავთობო ბაზასთან. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა დაწერა.

გუბერნატორის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც ნავთობის საცავი იყო. სტაროვოიტის ცნობით, უპილოტო საფრენ აპარატს ობიექტზე არაფერი დაუზიანებია და არ განადგურებულა.