24.იანვარი .2020 22:10

ბელგრადში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

views 237
უკან

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ოფისის ხელშეწყობით ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა ცნობილი სერბი სომელიეების, ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებისთვის.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საქართველოში ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები, ასევე ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები.

ღონისძიების შედეგად მომზადდება სტატიები და სიუჟეტები საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ, რაც შეუწყოს სერბეთში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის დაწყებას.