მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელორუსული მაღაზიათა ქსელი "ბელარუსკი" ქართულ ბაზარს ტოვებს

5d985d9acf065
ანა ჯოხაძე
05.10.19 18:15
23973
ბელორუსული მაღაზიათა ქსელი “ბელარუსკი” ქართულ ბაზარს ტოვებს. კომპანიის წარმომადგენლები ბაზრის დატოვების ზუსტ მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა ინფორმაცია ფილიალების დახურვის შესახებ BM.GE-ს კომპანიაში დაუდასტურეს.

მათი თქმით, ამ ეტაპზე არსებული 5 ფილიალიდან 4 დაიხურა და მხოლოდ ერთი, ორთაჭალაში მდებარე ფილიალი აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, 1 თვის განმავლობაში ეს ფილიალიც დაიხურება.

ბელორუსული მაღაზიათა ქსელი ქართულ ბაზარზე 2016 წლის ბოლოს გამოჩნდა და მომხმრებლებს 300-მდე სახეობის მხოლოდ ბოლორუსული პროდუქტი შესთავაზა.