მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bene Exclusive-ის ახალი ბიზნეს მიმართულება CAR RENT

5f4d00a4a92f8
BM.GE
31.08.20 17:51
4523
Bene Exclusive-ის ახალი ბიზნეს მიმართულება CAR RENT - რას გულისხმობს ახალი სერვისი, ამის თაობაზე კითხვებზე "ბენე ექსკლუზივის" გენერალური დირექტორი ვაკო საღირაშვილი პასუხობს.

როგორ მოახერხა Bene Exclusive-მა ახალ რეალობასთან ადაპტირება და რა ფორმირება განიცადა სერვისის თვალსაზრისით?


უკვე 3 წელია რაც Bene Exclusive-ი ქართულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, აქამდე წარმოდგენილები ვიყავით მხოლოდ პრემიუმ კლასის წამყვანი ავტომობილის ბრენდებით, რაც ასევე მოიცავს მაღალკვალიფიციური მძღოლის მომსახურებასაც. ეპიდემიამდე, ჩვენი სეგმენტის დაახლოებით 80% ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რომლებიც ტურისტული, დიპლომატიური, ან ბიზნეს ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში. ისინი ან უშუალოდ თავად ჯავშნიდნენ ჩვენს სერვისს, ან სასტუმროს ადმინისტრაცია გვიკავშირდებოდა სტუმრებისთვის ტრანსპორტის უზრუნველსაყოფად. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებთან, რომელთა მომხმარებლებიც პრემიუმ სეგმენტში არიან წარმოდგენილნი. ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებულმა მსოფლიო მოვლენებმა შეცვალა ჩვენი რეალობაც, ფაქტობრივად იმდენად შეიზღუდა ჩვენი სეგმენტის არეალი, რომ წარმოუდგენელი გახდა ძველებურად ჩვენი ბიზნესის განვითარება ტურუსტულ სეგმენტში.

ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და სიტუაციის ანალიზი. აღმოჩნდა, რომ არსებობდა ლოკალური პოტენციალი და დავიწყეთ ადგილობრივი მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა. ბევრი ადამიანი მოგზაურობს ქვეყნის შიგნით, რომელთაც სურთ დამოუკიდებლად გადაადგილდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მოსანახულებლად და მათთვის კომფორტულია იქირაონ ეკონომიური ავტომობილები, მძღოლის გარეშე. სწორედ ამიტომ, Bene Exclusive-ის ახალი Car Rent მიმართულება შეიქმნა. ჩვენ შევძელით გადაწყობა ახალ რეალობაზე და ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ ქვეყნის შიგნით არსებულ ვიზიტორებზე. ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან საკუთარი ქვეყნის აღმოჩენით. შევეცადეთ საფასო პოლიტიკის მნიშვნელოვანად მორგება ადგილობრივ ბაზარზე, რათა სერვისი ყოფილიყო კიდევ უფრო ხელმისაწვდომი.

რა განსხვავებაა Car Rent-სა და Bene Exclusive-ის ლაქშერი მომსახურებას შორის?

ექსკლუზივის სერვისზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ავტოპარკი დაკომპლექტებულია სრულიად ახალი, პრემიალური კლასის ავტომობილებით, რომლებიც განკუთვნილია ბიზნეს სეგმენტისთვის. მაგალითად, ჩვენ გვყავს Mercedes-Benz-ის, Lexus-ის და Toyota-ს ბრენდის ავტომობილები. ამ მწარმოებლებისგან გვაქვს შერჩეული მხოლოდ ბიზნეს კლასის სერიები.

რაც შეეხება Car Rent-ს, ეს არის სერვისი მძღოლის გარეშე, სადაც მოიაზრება იგივე მანქანები მძღოლის სერვისის გარეშე, ასევე ასაღნიშნია, რომ ჩვენი თანამემამულეების ქცევა ხასიათდება ოჯახური გადაადგილებით, რამაც მოგვცა ბიძგი დაგვემატებინა მაღალი გამავლობის ჯიპები, რომლებიც გათვლილია 8 მგზავრზე, მაგ. Toyota Prado დიზელის ძრავით, რომელიც საკმაოდ ეკონომიურია.

როგორ შეიძლება ვისარგებლოთ Car Rent-ით და რას მოიცავს ეს სერვისი?

ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკომუნიკაციო არხი, საიდანაც შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი ინფორმაცია: ესაა სოციალური ქსელი; ჩვენი ვებ გვერდი, 24 სთიანი სატელეფონო Сall Center-ი, საიდანაც შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება. თავდაპირველად, ჩვენ ვადგენთ, თუ რა საჭიროება აქვს კლიენტს, რა პერიოდით და რა კატეგორიის ტრანსპორტი სურს, ამის შემდეგ, მენეჯერი მასზე მორგებულ ყველაზე ოპტიმალურ შეთავაზებას აკეთებს და ხდება შეთანხმება.

მომხმარებელს შეუძლია დაიქირაოს მანქანა საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და იქ დატოვოს სადაც მოისურვებს, არ არის აუცილებელი მანქანის უკან დაბრუნება. მაგალითად დამკვეთს შეუძლია ბათუმში, ქუთაისში, ან მესტიაში დატოვოს ტრანსპორტი და საკმარისი იქნება მხოლოდ გვაცნობოს ამის შესახებ. ამ კუთხით ძალიან მოქნილია Car Rent-ის სერვისი, გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებსაც 24 სთ-ს განმავლობაში ოპერირებენ.

მომსახურების სტანდარტული პაკეტი არის მხოლოდ მანქანის ქირაობა და სტანდარტული ავტო დაზღვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სერვისის გაუმჯობესება. მაგალითად ბავშვისთვის განკუთვნილი Сar Seat სავარძელი ან დამატებით შეგიძიათ აიღოთ დაზღვევის სრული პაკეტი.
NS