მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bene Exclusive: ტაქსის მძღოლები აეროპორტში „ბენე ჯგუფის“ სახელს ხშირად თაღლითურად იყენებენ

6262222e24c8b
სალომე ჭიპაშვილი
22.04.22 22:50
1529
„ტაქსის მძღოლები აეროპორტში „ბენე ჯგუფის“ სახელს ხშირად თაღლითურად იყენებენ.“ - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ Bene Exclusive-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი გორგაძემ განაცხადა.

„თაღლითური გზით ხშირად ხდება ტურისტებისგან ფულის გამოძალვა და ეს ფაქტები განსაკუთრებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თითქმის ყოველდღე ფიქსირდება. რაც ყველაზე სამწუხაროა, ტაქსის მძღოლები ხშირად თავს „ბენე ჯგუფის“ თანამშრომლებად ასაღებენ და ტურისტები შეცდომაში შეჰყავთ.“ - განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ Bene Exclusive-ის ტარიფი აეროპორტიდან დანიშნულების ადგილამდე მაგალითად 40 ლარია, თვითმარქვია მძღოლები ტურისტებს ეუბნებიან, რომ ეს არის ფასი ერთი ადამიანის ან ერთი კილომეტრის. მათთვის მთავარია, რომ ჩამოსული სტუმრები აეროპორტის ზონას გაარიდონ, ჩაისვან თავიანთ მანქანაში და უკვე ადგილზე მიყვანისას ტარიფმა შეიძლება 500 ლარიც კი შეადგინოს.

„ასეთი ფაქტები სამწუხაროდ იშვიათად ხმაურდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მთელი აეროპორტის ტერიტორია კამერებით არის აღჭურვილი, ასევე Bene Exclusive-ის ყველა ავტომობილში GPS-სისტემაა დამონტაჟებული და ყველა ჩვენს მძღოლსა და ავტომობილს 24-საათიან რეჟიმში ვაკონტროლებთ. ასე რომ ჩვენი კომპანიის მძღოლების მხრიდან თაღლითური ქმედებები გამორიცხულია", - აღნიშნა გიორგი გორგაძემ.

შეგახსენებთ, „თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“ მგზავრებს კომპანია Bene Exclusive განახლებული ავტო-პარკით მოემსახურება. კომპანია, აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას KIA-ს ფირმის უახლესი ჰიბრიდული მანქანებით უზრუნველყოფს. მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით 40-დან 60 ლარამდე იქნება.

კომპანია „ბენე“ ჩამოფრენილი მგზავრებისთვის აეროპორტში კომპანიის ოფისს განათავსებს, სადაც მგზავრები ბილეთის წინასწარ შეძენას და სასურველი მარშრუტის დაგეგმვას შეძლებენ.