მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბენე ჯგუფი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი

5f2a7c5108658
BM.GE
05.08.20 13:30
5433
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „ბენე ჯგუფის“ გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი მარიამ ნოზაძე

1. თქვენ როგორც გუნდის წევრი, რა მახასიათებლებით გამოარჩევდით კომპანია „ბენე ჯგუფს“ თავისი კონკურენტებისგან?

მარიამ ნოზაძე: ბენე ჯგუფი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი პროფილით მომუშავე კომპანია, ეს არის საინტერესო და დინამიური პროცესების მაგენერირებელი სივრცე. 2013 წლიდან დღემდე ბენე ჯგუფი გაიზარდა და მის შემადგენლობაში დღეს უკვე შედის სხვადასხვა მიმართულების მქონე კომპანიები, რომელთა ძირითადი ფუნდამენტი არის ლოგისტიკა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ყველაზე ძლიერი მხარე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ესაა საერთაშორისო გადაზიდვები, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო მიმართულებით. ლოგისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სერვისი გვაქვს საქართველოში, სადაც დამკვეთებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ სრული სატრანსპორტო პაკეტით: ეფექტურად   გადაზიდონ ტვირთები A პუნქტიდან B პუნქტამდე; ავტომატურად მიიღონ ტვირთის სრული დაზღვევა თითოეულ გადაზიდვაზე; ჩვენი კორპორატიული განყოფილება 24 სთ-ს განმავლობაში კონტაქტზეა მათთან და ყოველდღიურად აწვდის განახლებულ ინფორმაციას მიმდინარე ტრანპორტირების პროცესის შესახებ.

2. რას გულისხმობს კომპანია „ბენე ჯგუფის“ მრავალპროფილურობა?

მარიამ ნოზაძე: ბენე ჯგუფის მრავალპროფილურობა განსაკუთრებით კარგად გამოიხატება პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ ბიზნეს ივენთების ორგანიზების მიმართულებით. ჩვენი მისიაა გავაერთიანოთ ყველა პარტნიორი და სპეციალურად მათთვის ვამუშავებთ კორპორატიულ შეთავაზებებს, ვაორგანიზებთ B2B შეხვედრებს, რათა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს ჩვენი თითოეული ნაბიჯი. Networking Georgia, Mercedes-Benz Business Week Georgia, Distribution and Logistics Forum 2020, „მოიარე ქვეყანა“ ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი.

3. რა ტიპის კომპანიები სარგებლობენ თქვენი ლოჯისტიკური სერვისით და როგორია მათი შეფასებები თქვენს მიმართ?

მარიამ ნოზაძე: საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ჩვენი სერვისით სარგებლობენ ყველა ის კომპანია, რომელთაც უწევთ თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა, ან იმპორტის განხორციელება ქვეყანაში. ლოგისტიკური სტანდარტები დელეგირებული გვაქვს ისე, რომ ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი, როგორც დიდი კომპანიებისთვის, ასევე საშუალო და მცირე მეწარმეებისთვის.

მაგალითად, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გამოვაჩევდი კომპანია „Spar Georgia”-ს, ვინაიდან ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მათთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება გვაკავშირებს და დღემდე ვაღრმავებთ ბიზნეს პროცესებს. ჩვენ კარგად ვიცნობთ მათ მოთხოვნებს და პროდუქტს, შესაბამისად, ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს იმას, რომ საერთაშორისო გადაზიდვების პროცესში დაცული იყოს ის მაღალი ხარისხი და სტანდარტები რაც კომპანია „Spar Georgia”-ს შემთხვევაში პრიორიტეტულია. „Spar Georgia“ ასევე აქტიურად ერთვება ჩვენს ბიზნეს ივენთებშიც, ერთ-ერთ „ნეთვორქინგ“ ღონისძიებაზე საინტერესო „სფიჩის“ მოსმენის შესაძლებლობაც მიეცა მონაწილეებს მმართველი დირექტორის ქალბატონი მირანდა მანჯგალაძისგან და ეს ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო ჩემთვისაც. წარმატებული კომპანების წარმატებული მენეჯერების ცოდნის და გამოცდილების გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატის გასაუმჯობესებლად.




კომპანია „სპარ ჯორჯიას“ პროექტებისა და კომუნიკაციის მენეჯერი ნინო ჭკუასელი


4. რა მოთხოვნები აქვს კომპანია „სპარს“ ლოჯისტიკურ კომპანიასთან?

ნინო ჭკუასელი: „სპარ ჯორჯია“ მსოფლიოში უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდის Spar International-ის გლობალური ოჯახის ნაწილია. კომპანია დღესდღეობით ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ სტაბილურ სავაჭრო ქსელს წარმოადგენს. კომპანიამ განსაკუთრებულ ზრდის ტემპს ბოლო 2 წლის განმავლობაში მიაღწია. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 300 მაღაზიაა წარმოდგენილი და მოიცავს ყველა რეგიონს, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. იმპორტის შემთხვევაში ჩვენ ვსარგებლობთ ლოჯისტიკური გადაზიდვის სერვისით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, უმეტესწილად კი ევროპიდან. ვიყენებთ თითქმის ყველა ტიპის ლოჯისტიკურ სერვისს, მაგრამ ძირითადად სახმელოთო გადაზიდვებით ვსარგებლობთ. გადაზიდვების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალი ხარისხის და სტანდარტების თანხვედრა, სანდოობა და ვადები.

5. თქვენ როგორც დამკვეთი, რა მახასიათებლებს გამოყოფდით კომპანია „ბენე ჯგუფის“ შემთხვევაში, რითაც ის გამოირჩევა კონკურენტებისგან?

ნინო ჭკუასელი: კომპანია „ბენე ჯგუფი“ ის კომპანიაა, რომელიც ჩვენს სტანდარტებს სრულიად აკმაყოფილებს. „სპარს“ 2 წლიანი უწყვეტი ბიზნეს პარტნიორობა აკავშირებს ამ კომპანიასთან და სრულიად უზრუნველყოფილები ვართ საერთაშორისო გადაზიდვების პროცესში, რომ დაცული იყოს საერთაშორისო სტანდარტები, ტემპერატურის რეჟიმი და რაც ყველაზე მთავარია ზუსტი ვადები. სამუშაო პროცეში „ბენე ჯგუფთან“ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია (თითქმის ყველა რგოლთან), მოსახერხებელია ხელმისაწვდომება 24 საათის განმავლობაში და ყოველ ახალ კონკრეტულ ქეისებზე გავდივართ კონსულტაციებს. სერვისის თვალსაზრისით კომფორტულია ამგვარი ლოჯისტიკური მომსახურება. სამუშაო პროცესში საშუალება გვაქვს თვალი ვადევნოთ იმპორტის მთელს ჯაჭვს, ნებისმიერი პრობლემა ოპერატიულად დავაფიქსიროთ და ერთობლივად აღმოფხვრათ, ეს პროცესი ტვირთის შეუფეხებლად მიღებას უზრუნველყოფს. კომპანა „ბენე ჯგუფისგან“ ასევე გვაქვს ბევრი სხვა ბენეფიტი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ფინანსური შეღავათებია.

6. როგორ შეაფასებდით ბენე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ივენთებს?

ნინო ჭკუასელი: გარდა ლოჯისტიკური მიმართუებისა ბენე ჯგუფი, როგორც მრავალპროფილური ბიზნეს კომპანია, ვთვლით, რომ ახორცილებს მნიშვნელოვან პროექტებს ბიზნეს ივენთების მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის Networking Georgia, რომელიც საქართველოს ბიზნეს სექტორში არსებული რეალობის გათვალისწინებით ინოვაციური მოდელია. მოცემული მოდელი პროფესიონალ ადამიანებს ერთმანეთს აკავშირებს და აძლევს შესაძლებლობას საკუთარი „ნეთვორქის“ განვითარებაში. გასულ წელს „სპარი“, როგორც პარტნიორი, მონაწილეობდა „ბენე ჯგუფის“ ნეთვორგინქში, სადაც ჩვენი მმართველი დირექტორმა ქლბატონმა მირანდა მანჯგალაძემ თავისი გამოცდილება გაუზიარა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.