მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბენე კომფორტი“ - საცხოვრებელი კორპუსების მართვის ახალი სერვისი

5fc4e3771173b
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.20 16:32
3597
„ბენე კომფორტი“ საქართველოს ბაზარზე ახალი სერვისით შემოდის. კომპანია მომხმარებელს საცხოვრებელი კორპუსების მენეჯმენტს სთავაზობს. „ბენე კომფორტის“ ახალ სერვისზე, ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე დაწვრილებით კომპანიის თანადამფუძნებელი ბექა არაბული საუბრობს.

რას საქმიანობს „ბენე კომფორტი“? რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?

ბენე კომფორტი მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს სთავაზობს მენეჯმენტს, რაც გულისხმობს ჩვენი ციფრული პლათფორმის დახმარებით, თანხების შეგროვებას და შემდეგ ამ თანხების სწორად განკარგვას, იქნება ეს დალაგება, ლიფტების მომსახურება, დაცვა/კონსიერჟის მომსახურება, დამაფონების/კამარების მონტაჟი, სხავადასხვა ტექნოლოგიებით შენობის აღჭურვა, გამწვანება/მებაღის მომსახურება, სადარბაზოს რემონტი, და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. სხვა მსგავსი კომპანიებისგან სწორედ ის გამოგვარჩევს, რომ პასუხისმგებლობას ვიღებთ თანხის განკარგვაზე და ყველა სერვისის მაღალი ხარისხით მიწოდებაზე. ეს ყველაფერი ხორციელდება, რაც მთავარია, გამჭვირვალედ და ყველა საკითხი შეთანხმებულია მაცხოვრებლებთან. ჩვენი სერვისის დანერგვამდე ხდებოდა ასე, როდესაც მობინადრეთა მიერ თანხა შეგროვდებოდა, სხვადასხვა მიზეზით არ ხორციელდებოდა ამ თანხების სწორად განკარგვა და შესაბამისად საცხოვრებლის გაუმჯობესება.


თქვენი მომსახურება სიახლეა ქართული ბაზრისათვის, საინტერესოა რა სახის წინააღმდეგობებს აწყდებით?

ბაზარზე მოთხოვნა უდავოდ არსებობს. ადამიანებს სურთ რომ ახალი აშენებული კორპუსები იყოს მოვლილი, დალაგებული, ლიფტი მუშაობდეს გამართულად და ეზო იყოს მოწესრიგებული. არის რამდენიმე სამშენებლო კომპანიას, რომელიც ამაზე ზრუნავს, თუმცა, ჩვენთან ეს ტენდენცია ჯერჯერობით არ არის მასიური. ხშირია შემთხვევები, როდესაც თვითმართველობებს ან სამშენებლო კომპანიებს სურთ ეს ყოველივე, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ ახორციელებენ. ჩვენ გვაქვს სტრატეგია და გვყავს პროფესიონალთა გუნდი, ჩვენ ვაგვარებთ იურიდიულ საკითხებიდან დაწყებული, ეზოში ყვავილების დარგვით დამთავრებული, მთელ სპექტრს. თუმცა, რადგან პირველები ვართ ამ სეგმენტში, რიგ პობლემებს ვაწყდებით. განსაკუთრებით საინტერესო და გამოწვევაა ის საკითხი რომ, მსგავს სერვისზე ინფორმაციას არ ფლობენ და ჩვენ გვიწევს სერვისის არსისა და საჭიროების ახსნა აუდიტორიისათვის. კიდევ ერთი გამოწვევაა ისაც, რომ ველაპარაკებით ყველა მოსახლეს და არა ერთ გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

რა გამოწვევების წინაშე დადექით პანდემიის პერიოდში და იყო თუ არა ეს გამოწვევები ახალი სერვისების დამატების მიზეზი? რა სიახლეები შესთავაზეთ მომხმარებლებს?


როგორც ყველა სფეროში, აქაც ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. იმ ბინათმესაკუთრეებმა, რომლებიც ბინებს აქირავებდნენ, ვეღარ შეძლეს მოსაკრებლის სრულად გადახდა, რაც ჩვენს შემოსავალზე აისახა. მეორეს მხრივ, ტრანსპორტისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო, მოგვიწია თანამშრომლების ავტომობილებით/ტაქსებით გადაადგილების უზრუნველყოფა, რამაც ჩვენი ხარჯები გაზარდა. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და დამატებითი მომსახურება შევთავაზეთ ჩვენს მობინადრეებს, კორპუსების სრული დეზინფექციის სახით. ჩვენს მენეჯმენტში არსებულ კორპუსებს ეს მომსახურება საჩუქრად/უფასოდ გადაეცათ.

რამდენი თანამშრომელი გყავთ ამ ეტაპზე და აპირებთ თუ არა გაფართოებას? რა არის თქვენი სამომავლო გეგმა?

ამ ეტაპზე ჩვენ 38 თანამშრომელი გვყვავს დასაქმებული, თუმცა 2021 წლის ბოლომდე ვგეგმავთ რომ ჩვენი სერვისი მივაწოდოთ 100-მდე მრავალბინიან სახლს. რაც ჩენი თანამშრომლების რაოდენობას მინიმუმ 4-ჯერ გაზრდის.

რა საფასო სეგმენტში მუშაობთ? და არის თუ არა ოპერირების არეალი მხოლოდ თბილისი?

ჩვენ მომსახურებას ვუწევთ ახალ აშენებულ კორპუსებს, რაც ალბათ რაღაც სეგმენტს უკვე განსაზღვრავს. ჩვენი ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ გვინდა ყველა კორპუსს, სადაც ვიქნებით წარმოდგენილი ეტყობოდეს ჩვენი არსებობა, გარკვეული მიმართულებით მაინც. ჩვენი მომსახურების ფასი დამოკიდებულია კლიენტის მოთხოვნაზე და ობიექტის მდგომარეობაზე. თუ მენეჯმენტში უნდა გვქონდეს კომპლექსი ეზოთი და ამხანაგობას/სამშენებლო კომპანიას ჩვენი სრული მომსახურება დასჭირდებათ, ეს სხვა ფასი იქნება, თუკი მხოლოდ მენეჯერის, ლიფტის და დამლაგებლის მომსახურება იქნება გასაწევი, ამის ფასი შესაბამისად დაბალი იქნება.
(R)