მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში დაუბრუნდება სკოლა დისტანციურ სწავლებას? - სამინისტროს განმარტება

602632a475c02
ინგა მურუსიძე
12.02.21 11:58
1532
თუ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდება, ჯანდაცვის ცენტრი გადაწყვეტს, კონკრეტული კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა. ეს განცხადება დღეს განათლების მინისტრის მაოდგილე ეკატერინე დგებუაძემ გააკეთა.

„იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში დაფიქსირდება ვირუსი, ეს იქნება მოსწავლის თუ მასწავლებლის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ერთვება სკოლის ადმინისტრაცია, ასევე, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, თუ - მთლიანად სკოლა“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შეუძლიათ სკოლებს მიმართონ და შესაძლებელია, მათი საგნის სწავლება გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე.