მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bentley 2030 წლამდე სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

5fa59dcd6b8e9
თამთა ჯიჯავაძე
07.11.20 00:30
851
ძვირადღირებული ავტომწარმოებელი Bentley 2030 წლისთვის სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე გადადის. შესაბამისი გეგმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ წარადგინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლამდე, ბრენდი გეგმავს ერთგვარი გარდამავალი პერიოდის გავლას, როდესაც ის მომხმარებლებს შესთავაზებს ჰიბრიდულ ან ელემენტებზე მომუშავე ელექტრომობილებს და ეს 2026 წლამდე იგეგმება. საბოლოოდ კი, Bentley, რომელსაც Volkswagen-ი ფლობს, მიზნად ისახავს, რომ დაახლოებით ათ წელიწადში სრულად ნახშირორჟანგისგან თავისუფალი მანქანები აწარმოოს.

ცნობისთვის, მთელ მსოფლიოში ელექტრომობილები თანდათან უფრო მეტ პოპულარობას იძენს, იზრდება მათი წარმოების და გაყიდვების რაოდენობა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე წელს ელექტრომობილების გაყიდვები სამჯერ გაიზარდა.

"ათ წელიწადში, Bentley გადაიქცევა 100-წლიანი ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიიდან ახალ, მდგრად და სრულად ეთიკურ მოდელზე“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ადრიან ჰოლმარკმა.

ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით, კომპანია აპირებს გახდეს მდგრადი და ფინანსურად ურყევი კომპანია და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც ავტომობილების გაყიდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირდა.

Volkswagen-ი Bentley-ის ახალ მოდელზე გადასავლისთვის მილიარდობით ევროს ინვესტიციას ახორციელებს.