11.ივნისი .2020 23:20

Bentley-მ და Breitling-მა ახალი მოდელის მაჯის საათი გამოუშვეს

views 365
უკან

მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანულმა ავტოკონცერნმა Bentley-მ და შვეიცარიულმა ბრენდმა Breitling-მა Chronomat-ის ახალი მოდელის მაჯის საათი გამოუშვეს. ამის შესახებ Bentley Motors-ი საკუთარ ვებ-გვერდზე იტყობინება.

ახალი მოდელის კორპუსის დიამეტრი 42 მილიმეტრია და ის უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული. საათის ღირებულება 6,650 გირვანქა სტერლინგს (8,100 აშშ დოლარი) შეადგენს.

”როგორც Bentley-ის, ასევე Breitling-ს ერთნაირი ხედვა აქვთ წამყვან ტექნოლოგიებთან და დიზაინთან დაკავშირებით, ორივე ბრენდი მუდმივად ისწრაფის განვითარებისკენ. მაჯის საათის ახალი მოდელი ინსპირირებულია ჩვენი ისტორიით. ასე რომ, ახალი Chronomat Bentley ასახავს ჩვენს ავთენტურ ფასეულობებს თანამედროვე მომხმარებლისთვის“, – განაცხადა Bentley-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიან ჰოლმარკმა.

Chronomat-ის პირველი მოდელი Breitling-მა 1984 წელს გამოუშვა.