მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ფერაძე - აჭარაში 600 ბიზნესსუბიექტს გაფრთხილება მიეცა, 15-მდე კი დაჯარიმდა

5f5e13335697d
BM.GE
13.09.20 16:38
693
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, აჭარაში 600-მდე ბიზნეს სუბიექტს გაფრთხილება მიეცა, ხოლო 15 ობიექტი კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა.

როგორც ფერაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ვითარება ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, შემოწმდა, როგორც კვების, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, ქსელური მარკეტები და სავაჭრო ცენტრები.

„დაფიქსირდა ხარვეზები, სადაც საჯარიმო სანქციები გამოვიყენეთ, მათ შორის ქსელური მარკეტების მიმართ და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე სოციალური ღონისძიებაც, რის გამოც მოხდა 7-ჯერ სანქცირების გამოყენება. ვგულისხმობ, სარიტულაო ღონისძიებებს, ქორწილებს, ქელეხებს, იუბილეს.

ასევე მოხდა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების გადამოწმება. ჯამში 300-მდე სატრანსპორტო საშუალება შეჩერდა და მათ შორის გაიცა გაფრთხილებები როგორც მოქალაქეების, ასევე მძღოლის მიმართ.

რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით სიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი. ჯამში დაახლოებით 600 ბიზნეს სუბიექტს მივეცით გაფრთხილება. დაჯარიმდა 15-მდე“,- განაცხადა ფერაძემ.

ipn.ge