მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ფერაძე: ბაკურიანში მხოლოდ სასტუმროები შემოწმდა

60055841e9f99
ინგა მურუსიძე
18.01.21 14:13
789
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ირწმუნება, რომ ბაკურიანში მხოლოდ სასტუმროს სტატუსის მქონე საცხოვრებლები შემოწმდა, თუმცა არცერთი ჯარიმა არ გამოწერილა. 

საქმე ის არის, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ბაკურიანში საცხოვრებელი ბინების მფლობელებს გაუგზავნეს შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თუ გაქირავებულ ფართებს არ დაცლიან, დააჯარიმებენ. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, მთის კურორტებზე, მათ შორის ბაკურიანში, სასტუმროს გაქირავება აკრძალულია.

„ზედამხედველობას ვახორციელებთ არა მხოლოდ ბაკურიანში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბაკურიანშიც ჩატარდა გეგმიური მონიტორინგი. დავინტერესდით რამდენიმე სახლით, რამდენად იყო ისინი სასტუმროს აპარტამენტი ან საცხოვრისი. არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან, მით უმეტეს ჯარიმაზე საუბარი არ ყოფილა. შემოწმდა ისინი, რომლებიც სასტუმროდ იყო დარეგისტრირებული.

არც ერთი ჯარიმა არ არის დაწერილი, მით უმეტესსაცხოვრებლის დატოვებაზე გაფრთხილება არ ყოფილა. ზოგადად, აკრძალულია გასართობი ღონისძიებები, აკრძალულია სასტუმროების ფუნქციონირება და ამის მიზანი არის მობილობის შემცირება და ეპიდსიტუაციის კონტროლის ხელშეწყობა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.