მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ფერაძე: დისტანციური ვაჭრობა არ ეხება გარემოვაჭრეებს

5fce05fc3c87d
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.20 15:16
1513
„დისტანციური ვაჭრობა არ ეხება გარემოვაჭრეებს“ - ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც 30 ნოემბერს გაკეთებული თავისივე განცხადება უარყო.

მისი თქმით, საზოგადოებამ ონლიან ვაჭრობის საკითხი არასწორად გაიგო და ეს მხოლოდ სავაჭრო ობიექტებს ეხება.

„დისტანციურ ვაჭრობასთან დაკავშირებით, ასევე, არის მსუბუქი მიდგომები. ესეც გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი გახდა საზოგადოებაში. ყველა მიმართულებით დისტანციური  გაყიდვები შესაძლებელია - ეს არ ეხება გარემოვაჭრეებს. დისტანციური ვაჭრობა არის ის, რომ სარეალიზაციო სივრცეში არ ხდება მომხმარებლის დაშვება და შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებით განახორციელონ პროდუქტის რეალიზება და მინდა, საზოგადოებამ ეს სწორად გაიგოს“, - განაცხადა ფერაძემ.

რატომ შეიზღუდა ტელევიზორის თუ ავეჯის გაყიდვა? - ბექა ფერაძე შეზღუდვის ლოგიკას განმარტავს