მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ფერაძე მეყვავილეებს ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლას ურჩევს

5fc4c14d2ad6a
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.20 13:54
2432
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გარე მოვაჭრეებს, კერძოდ, მეყვავილეებს, რომლებიც დღეს საპროტესტო აქციებს მართავენ, ვაჭრობას ონლაინ არხების საშუალებით ურჩევს. 

ამის შესახებ ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მეყვავილეების მიერ დღეს, თბილისსა და რუსთავში გამართულ აქციებს და მათ მოთხოვნებს შეეხებოდა.

ბექა ფერაძემ ისიც აღნიშნა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ამ ტიპის ეკონომიკური საქმიანობები მეტად ორგანიზებულია, დღეისთვის მუშაობა შეზღუდული აქვთ.

„რაც შეეხება საცალო-საბითუმო ვაჭრობას, მთავრობის დადგენილებით, მსგვასი ტიპის ეკონომიკური საქმიანობები შეიზღუდა, თუმცა ეს შეზღუდვაა და არა - აკრძალვა. შეზუდვა ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ ონლაინ განახორციელონ და განაგძრონ ეკონომიკური საქმიანობა და ეს არ არის აკრძალული, მაგრამ მობილობის შეზღუდვისთვის მსგავსი ტიპის საქმიანობები მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდულია. შესაბამისად, გამონაკლისი არც საქართველოა, ვინაიდან ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მძიმეა“, - განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა.