14.სექტემბერი .2021 13:38

ბექა ფერაძე რესტორატორთა მოთხოვნებს უწყებათშორის საბჭოზე დააყენებს

ბექა ფერაძე რესტორატორთა მოთხოვნებს უწყებათშორის საბჭოზე დააყენებს
views 298
უკან

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი რესტორატორთა ასოციაციის წევრების მოთხოვნებს უწყებათშორის საბჭოზე დააყენებს.

როგორც მან ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუმარტა, ბიზნესი ითხოვს, რომ კოვიდის საწინააღმდეგოდ შექმნილი ახალი აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შეღავათები დაუწესდეთ.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა რესტორატორებთან. ისინი გაგებით ეკიდებიან ამ პროცესს და იმ ბენეფიტებს, რომლებიც შეიძლება ამ აპლიკაციამ მოიტანოს. ჩვენ საბჭოზე განვიხილავთ იმ მოთხოვნებს, რომლებიც მათი მხრიდან იქნა დაყენებული და რაც გულისხმობს, თუკი წარმატებით დაინერგება ასეთ ობიექტებში აპლიკაცია, ანუ თუკი მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირები დაიშვებიან ობიექტებზე, გარკვეული შეღავათები დაწესდეს მათთვის, რაც შეიძლება იყოს ღამის საათებში შეზღუდვების მოხსნა, სხვადასხვა პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული გაუქმება, რაც რესტორნებს წაახალისებს ჩაერთონ პროგრამაში და მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას უსაფრთხო მომსახურეობა მიიღონ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც რესტორატორებმა დააყენეს ანუ საშემოსავლო საკითხის გაუქმება, ბექა ფერაძე ამბობს, რომ საშემოსავლო გადასახადის საკითხიც დადგა, თუმცა ეს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია არ არის.

ინფორმაციისთვის: დღეიდან რესტორნებს შეუძლიათ აამოქმედონ პორტალი, რომელიც შრომის ინსპექციამ შეიმუშავა და გულისხმობს, მოქალაქეებისთვის "მწვანე სტატუსის" მინიჭებას. თავის მხრივ, "მწვანე სტატუსი" მიენიჭება ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის ვაქცინირებული, აქვს 72 საათიანი ნეგატიური PCR-ტესტი, 24-საათიანი ნეგატიური ანტიგენის სწრაფი ტესტი ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიტანა ვირუსი. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა