მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ფერაძე რესტორნებზე: „იმედი მაქვს კვირის განმავლობაში კონსესუსამდე მივალთ“

601a5a4bbf23f
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.21 12:18
1737
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძე იმედოვნებს, რესტორნებთან კვირის ბოლომდე გარკვეული კონსესუსი მიიღწევა და შაბათს ისინი რადიკალურ ზომებს არ მიმართავენ. განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. როგორც დაანონსებულია, რესტორნები 6 თებერვლიდან თვითნებურად გახსნას აპირებენ.

ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ თვითნებურად გახსნის შემთხვევაში იურიდიული პირები დაჯარიმდებიან.

„აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ბიზნესთან კომუნიკაციაში, არამატრო ოფიციალური შეხვედრები გვაქვს, არამედ მაქვს პირადი კომუნიკაცია, სატელეფონო კუთხით მათ შორის და მაქვს იმედი, რომ კვირის განმავლობაში კონსესუსამდე მივალთ და ასეთი რადიკალური ზომები არ იქნება განხორციელებული მათი მხრიდან, ვინაიდან ამის საფუძველი რეალურად არ არსებობს.

თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება და მაქვს იმედი, რომ ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, სანქცია ბუნებრივია იქნება გამოყენებული ეს არის ფიზიკური პირის მიმართ 2 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის მიმართ ეს არის 10 000 ლარის ოდენობით და უკვე განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს დალუქვას კონკრეტული კომპანიების მიმართ“, - განაცხადა ფერაძემ.

ის ამბობს, რომ რესტორნების პროტესტი არ არის სრულად დარგის პროტესტი, რადგან ის სუბიექტები, რომლებიც დაუმორჩილებლობას აპირებენ მხოლოდ ნაწილს წარმოადგენენ.

„ეს არის რესტორნების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც მსგავს მოთხოვნებს აყენებენ. გვაქვს რამდენიმე რესტორატორთან კომუნიკაცია, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის სამუშაოების განხორციელების უფლების მიღება არ არის პრიორიტეტული, ვინაიდან აქ გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება. რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად იზიარებს მთავრობის მოთხოვნებსა და მიყვება დაანონსებულ ეტაპობრივი გახსნის პროცესს. არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია გახსნა. ამ ორი ჯგუფის ინტერესები უნდა იყოს შეჯერებული. კიდევ ერთხელ საჭიროების შემთხვევაში მე პირადად შევხვდები და იმედი მაქვს, რომ შაბათს ასეთი რადიკალური ღონისძიებები არ იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ფერაძემ.