მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ფერაძე: საცურაო აუზებზე წყლის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდება

5f02ff26cb2f2
ინგა მურუსიძე
06.07.20 14:40
1216
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, დღის ბოლომდე საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზებისთვის რეკომენდაციები გამოქვეყნდება.

როგორც ფერაძე ამბობსს, რეკომენდაციების საბოლოო ვერსია ზუსტდება.

„რაც შეეხება აუზებს, ამ შეთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების წარდგენა იქნება მთავარი მოთხოვნა და თუკი რაიმე გადახრა დაფიქსირდება, უნდა განხორციელდეს მიკრობიოლოგიური კვლევა. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი მასალების გამოყენება და უნდა მოხდეს მისი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდგომ“, - განმარტა ფერაძემ.

გადაწყვეტილება მიღებულია - რა პირობით და როდის გაიხსნება აუზები და სპორტდარბაზები