მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ფერაძე: საჯარო უწყებებში შრომის პირობების შემოწმება წელს დაიწყება

5e0ef7aba7557
ინგა მურუსიძე
03.01.20 19:15
1083
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი სახელმწიფო უწყებებს მიმდინარე წელს შეამოწმებს, - ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.

bm.ge დაინტერესდა, თუ რატომ არ შემოწმდა ამ დრომდე სახელმწიფო უწყებები, რაზეც ფერაძეს შემდეგი პასუხი აქვს:

„მოგეხსენებათ, გასული წლის 1 სექტემბრიდან გავრცელდა კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე; ათვისებული გვაქვს მომსახურების სექტორის სხვადასხვა სფეროები; რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, ამ ეტაპზე არ შევსულვართ, თუმცა ჩვენ შემუშავებული გვაქვს პრიორიტეტული დარგები, რომელიც იქნება პრიორიტეტად განსაზღვრული მომდევნო 5 წლის განმავლობაში. უკვე 2020 წლიდან დაიწყება სახელმწიფო უწყებების შემოწმება. ზოგადად, პირველ რიგში, აქცენტი გავაკეთეთ იმ ობიექტებზე, რომლებზეც ყველაზე ხშირად ხდებოდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ეს გამოიხატება დაშავებაში ან გარდაცვალებაში. სახელმწიფო უწყებებში კი ამ დრომდე არ არის დაფიქსირებული მსგავსი ფაქტები, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ შემოწმებას მაინც დაექვემდებარონ“, - განაცხადა ფერაძემ.