რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბექა გონაშვილმა „საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მას ეს პოზიცია 2010 წლიდან ეკავა. „ბოლო პერიოდში ბევრი პირადი წყენა მივიღე ამ ასოციაციის საქმიანობით“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც საკმაოდ ვრცელად აღწერა მეცხვარეობის დარგში გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეები.
რატომ დატოვა „მეცხვარეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოსტი? - ამ საკითხზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ასოციაციის წევრების ნაწილის მხრიდან გამოთქმული გარკვეული შენიშვნები თუ პრეტენზიები იყო, რაც მისი შეფასებით, სამართლიანი არ იყო. ბექა გონაშვილმა რამდენიმე მაგალითი დაასახელა, რომელთაგან ერთი ცხვრის საექსპორტო ფასის შემცირებას შეეხებოდა.
„მეცხვარეებისთვის ახლა კარგი პერიოდი არაა. არც გასული წელი იყო კარგი. ამ დროს ბევრ ჩემს მეგობარს, ვისთანაც ერთად ბევრი მიღვაწია, აზრი გამიცვლია და - პირიქით, გაუჩნდა აზრი, რომ ჩემი მოტივით იყო პრობლემები იგივე შარშან, როდესაც ცხვრის საექსპორტო ფასი იყო დაბალი. ორ წლის წინ 100 დოლარი ღირდა 330 ლარი იყო, მაგრამ ლარი გამყარდა და ახლა 255 ლარია. კურსის გამყარება კი, აისახა საექსპორტო ფასში, რადგან ჩვენ დოლარს გვიხდიან, რომელსაც ლარებში ვახურდავებთ... რამდენიმე ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს ჩემი ბრალი იყო. ვიღაც უცხოს რომ ეთქვა, შეიძლება, დიდად ყურაადღება არ მიმექცია, მაგრამ როცა ადამიანი გიცნობს, იცის შენი დამოკიდებულება საკითხისადმი და მაინც ასეთ კითხვას სვამს ან სხვისგან ისმენს და უშვებს, ეს ძალიან მტკივნეულია“, - თქვა ბექა გონაშვილმა.
კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მან მოიყვანა, შეეხებოდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ამჟამად დროებით შეჩერებულია - კერძოდ, აუქციონები.
საქმე ის არის, რომ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს (ვისაც ჰყავს იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია გავლილი საქონელი) საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ, თუმცა როგორც ბექა გონაშვილმა მოგვიყვა, პროგრამა დროებით შეჩერდა, რის გამოც მეცხვარეთა გარკვეულმა ნაწილმა უკმაყოფილება ასოციაციის თავმჯდომარის მიმართ გამოთქვა.
თავის მხრივ, გადაცემაში მან საძოვრების გაიჯარებისთვის აუქციონების დროებით გაჩერების მიზეზები ახსნა.
„პრობლემა იმან შექმნა, რომ ქვეყანაში საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო სანომრე ნიშნები საკმარისი რაოდენობით არ იყო, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ფერმერმა შესაბამის უწყებებს წარუდგინოს პირუტყვის ფლობის ცნობა. ამდენად, რადგან ქვეყანაში ბირკების საკმარისი რაოდენობა არ იყო, სახელმწიფომ შეაჩერა საძოვრების გაიჯარების აუქციონები იმ მოტივით, რომ ჰქონოდა გარკვეული მარაგი სანომრე ნიშნების, თუ საქონლის ექსპორტზე გაყვანის საჭიროება დადგებოდა. ამ სიტუაციაში, ადამიანებს ჩემ მიმართ გაუჩნდათ პრეტენზიები და ამ ყველაფერს ისიც მიაყოლეს, რომ ეს ვითარება ჩემ გამო შეიქმნა“, - განმარტა ბექა გონაშვილმა.
წამყვანის კითხვაზე - რატომ შეიქმნა ქვეყანაში საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ნიშნების დეფიციტი, ბექა გონაშვილმა თქვა, რომ ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, რამაც პროცესები დროში გაწელა.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ გახდება „საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის“ ახალი თავმჯდომარე. თავად ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ის ასოციაციაში რიგით წევრად დარჩება და საქმიანობას გააგრძელებს.
„საბოლოოდ, ჩემ მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის ერთ-ერთი მამოტივირებელი იყო ის, რომ მეხანძრის როლში ყოფნა ნამდვილად აღარ მსურს“, - ამბობს ბექა გონაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი